Friday, November 13, 2009

1.პროექტის სახელი: თვითმმართველობის არჩევნები.


2.პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით:კლასის თვითმმართველობის არჩევნებისათვის მზადება.

3.პროექტის სრული აღწერა:კლასი გაიყოფა 4 ჯგუფად. 1-ლ და მე-2 ჯგუფებში მოსწავლეთა რაოდენობა 3-3 უნდა იყოს,მე-3 ჯგუფი უნდა შედგებოდეს 5 მოსწავლისაგან და იგი წარმოადგენს საარჩევნო კომისიას, ხოლო მე-4 ჯგუფი-დანარჩენი მოსწავლეებისგან და იგი წარმოადგენს ამომრჩევლებს.1-ლ და მე-2 ჯგუფებს უნდა ჰყავდეთ კანდიდატები.კომისიამ უნდა დაამზადოს ბიულეტენები,ამომრჩეველთა სია და ყუთი.

4.მონაწილეთა ასაკი:14 წელი

5.ვადები/ხანგრძლივობა:ორი კვირა

6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:მინი ლექცია არჩევნების მნიშვნელობის შესახებ[7-წთ.]დისკუსია[5-წთ].ამის შემდეგ გაკვეთილი ეთმობა კლასში არჩევნების ჩატარების პროცესის ორგანიზებას.

7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება,შეიქმნას:მომზადებული თაობა,რომელიც თავის თავზე აიღებს სკოლაში მომდევნო თვითმმართველობის არჩევნების მომზადებას და ჩატარებას.მოსწავლეები ჩაუღრმავდებიან დემოკრატიული არჩევნების არსს.

8.სარგებელი სხვებისთვის:სკოლას ეყოლება დემოკრატიული,ობიექტური,მიუკერძოებელი თვითმმართველობა.

9სამუშაო ენა:ქართული.

10.მონაწილეები სხვა სკოლებიდან:

11.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:სამოქალაქო განათლება,

12.პროექტის ფასილიტატორი:ნინო თოფურია.

13.ფასილიტატორის ელ.ფოსტა: topurianino@gmail.com

14.პროექტის ფორუმი:

15.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: www.topurianino.blogspot.com

No comments:

Post a Comment